23 დეკემბერი 2024,   07:39
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი აქიმიძე-დვალს პასუხობს

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი ჯარჯი აქიმიძეს და დავით დვალს პასუხობს. პაატა სალიას განმარტებით, ტელეკომპანიის დამფუძნებლებს სასამართლოში სარჩელის შეტანა დაუგვიანდათ. პაატა სალია მიიჩნევს, რომ აქიმიძე-დვალის სარჩელი ხანდაზმულია. 

"ადრეა ვისაუბროთ სარჩელის შინაარსზე, თუმცა პრესკონფერენციაზე გაჟღერებული ფაქტებიდან შემიძლია ერთი კომენტარი გავაკეთო. განსხვავებაა ქიბარ ხალვაშისა და ჯარჯი აქიმიძე, დავით დვალის სარჩელებს შორის, იმიტომ, რომ დროში არის ძალიან დიდი განსხვავება. პირველ რიგში, ქიბარ ხალვაშმა მიმართა 10 წლიანი ხანდაზმულობის პერიოდში საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით, ასევე მას ჰქონდა მიმართული პროკურატურისთვის, ჯერ კიდევ 2007 წელს ხანდაზმულობის ვადების დაცვით და სწორედ ეს შეაფასა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, რომ ქიბარ ხალვაშის მიერ, პროკურატურისთვის მიმართვით, დაცული იყო ხანდაზმულობის ვადა და სწორედ ამ შეფასებიდან გამომომდინარე, დაკმაყოფილდა ქიბარ ხალვაშის სარჩელი. ამ შემთხვევაში ვნახოთ, როგორ შეაფასებს ხანდაზმულობის საკითხს სასამართლო, თუმცა ჩემი, როგორც იურისტის, პოზიციაა, რომ მათი სარჩელი არის დაგვიანებული და მათ ამ სარჩელის წარდგენა უნდა მოეხერხებინათ 2014 წლამდე," - აცხადებს პაატა სალია.

შეგახსენებთ, "რუსთავი 2-ის" დამფუძნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ტელეკომპანიის წილის 60%-ის დასაბრუნებლად დღეს სასამართლოს მიმართეს.

დღის ამბები