18 მაისი 2024,   20:31
ვრცლად
გედევან ფოფხაძე: სულ ერთია ვინ იქნება სუსის ხელმძღვანელი, ნეიტრალური ფიზიკურად ვერ იქნება 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილის დანიშვნის კენჭისყრაში დამოუკიდებელმა დეპუტატებმა და ოპოზიციამ მონაწილეობა არ მიიღეს.

დამოუკიდებელი კანდიდატის, გედევან ფოფხაძის მოსაზრებით, გრიგოლ ლილუაშვილი არსებული მოცემულობიდან გამომდინარე,  ნეიტრალური ფიზიკურად ვერ იქნება. 

"ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ახლა ვინ იქნება უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი. უფრო მეტიც, მე მეშინია, რომ ფიზიკურად ვერ იქნება ნეიტრალური ადამიანი, იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომელიც შეიქმნა უსაფრთხოების სამსახურთან მიმართებაში. მას აქვს ერთადერთი პოლიტიკური ფუნქცია, ეს არის საარჩევნო შტაბის დანამატის ფუნქცია "ქართული ოცნებისთვის". მე მეტსაც გეტყვით, "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი არის უსაფრთხოების სამსახურის დანამატი,"- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილი 85 ხმით 8-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები