18 მაისი 2024,   11:32
ვრცლად
ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობის მეუღლე საკუთარმა შვილმა მოკლა

ტარზანის როლის შემსრულებლის, ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობის რონ ილაის მეუღლე საკუთარმა შვილმა მოკლა. უცხოური მედიის ცნობით, სამშაბათს სანტა-ბარბარაში მდებარე ვილაში გამოძახებულმა პოლიციამ ადგილზე აღმოაჩინა ვალერი ლუნდინ-ილაის ცხედარი, რომელსაც მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა. ხელისუფლების ინფორმაციით, 30 წლის კამერონ ილაი პოლიციამ სახლთან ახლოს იპოვა, ის დანებებისკენ მოწოდებას არ დაემორჩილა, რის შემდეგაც პოლიცია იძულებული გახდა მისი ლიკვიდაცია მოეხდინა.

თავად რონ ილაი, რომელიც ახლა 81 წლისაა, არ დაშავებულა და ის მოგვიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად.

რონ ილაი ცნობილი გახდა ტარზანის როლის შესრულებით, ამავე სახელის ტელესერიალში, რომელიც  ტელეარხ NBC-ზე 1966-1968 წლებში გადიოდა, მისი მეუღლე ვალერი ლუნდინი კი ყოფილი "მის ფლორიდა" იყო.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, კამერონ ილაის დამთავრებული ჰქონდა ელიტური კერძო სკოლა - ფილიპს ექსეტერის აკადემია, ნიუ ჰემპშირის შტატში, შემდეგ კი ჰარვარდის უნივერისტეტში სწავლობდა.

დღის ამბები