23 მაისი 2024,   01:23
ვრცლად
საქართველოს ფინანსთა მინისტრი შეერთებულ შტატებს სტუმრობს

ივანე მაჭავარიანი შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ფინანსთა მინისტრი მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელებთან შეხვედრებს მართავს. შეხვედრის მთავარი თემა საინვესტიციო პროექტები, რეფორმები და სამომავლო თანამშრომლობაა. 

,,საქართველო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის მიმართულებით საკმაოდ კარგად პროგრესირებს. დეფიციტი შემცირდა, ამავე დროს, გაუმჯობესდა ხარჯვის პრიორიტეტებიც ინფრასტუქტურისა და სოციალური მიმართულებებით. ამ ყველაფერთან ერთად, ჩვენთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება საგადასახადო ადმინისტრაციის რეფორმა""-განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა ვიქტორ გასპარიმ



დღის ამბები