22 დეკემბერი 2024,   22:16
ვრცლად
თეა წულუკიანის წინააღმდეგ რუსი ჰაკერის უფლებადამცველები აქციას გამართავენ

იუსტიციის სამინისტროსთან, რუსი ჰაკერის იაროსლავ სუმბაევის უფლებადამცველები თეა წულუკიანის წინააღმდეგ აქციას გამართავენ. პროტესტის მიზეზი რუსეთის ფედერაციასთან აქტიური თანამშრომლობა და მათი დავალებების შესრულებაა. სუმბაევი 2018 წლის 7 ნოემბერს თბილისში დააკავეს. ის რუსი გამომძიებლის ევგენია შიშკინას მკვლელობაშია ბრალდებული.

იაროსლავ სუმბაევის ადვოკატი აცხადებს, რომ სუმბაევის ექსტრადიცია უკანონო იქნება და ვიდრე ევროპული სასამართლო შემაჯამებელ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ის საქართველოში უნდა დარჩეს. 

"ვიდრე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ეროვნული სასამართლო არ მიიღებს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე არის თუ არა კანონიერი იაროსლავ სუმბაევის ექსტრადიცია, ის უნდა დარჩეს საქართველოში და მისი ექსტრადიცია არის უკანონო. ვაპირებთ გავაპროტესტოთ ის ზოგადი მახინჯი პრაქტიკა, რაც არის დამკვიდრებული საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მიერ, რომ რუსეთის ხელისუფლების ნებისმიერი შტოს ასეთი ახირება თუ უკანონო მოთხოვნა დაუყოვნებლივ ხდება მისი დაკმაყოფილება," - განაცხადა ადვოკატმა ივანე ნორაკიძემ.

სუმბაევი რუსი ჰაკერების ათეულშია. რუსი სამართალდამცველების მტკიცებით, მან რკინიგზის ანგარიშები გატეხა და დიდი ფული მოხსნა. საბოლოოდ 2017 წელს სუმბაევი საქართველოში გამოიქცა.

დღის ამბები