13 მაისი 2024,   08:43
ვრცლად
პროკურორთა კონფერენცია - კენჭისყრის ფარული პროცედურა დაწყებულია

საპროკურორო საბჭოს 6 წევრს უფლებამოსილების ვადა დღეს ამოეწურა. ამ დროისთვის, საქართველოს პროკურორთა კონფერენცია მიმდინარეობს. კენჭისყრის ფარულ პროცედურაში,  საპროკურორო საბჭოს 12 კანდიდატი მონაწილეობს, 6 წევრი 4 წლის ვადით უნდა აირჩიონ.

შალვა თადუმაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საპროკურორო საბჭოს წევრების განახლება პირველად ხდება.

"კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემდეგ პირველად ხდება საპროკურორო საბჭოს წევრების განახლება. დღეს ვადა ეწურება 6 წევრს, შესაბამისად მოხდება 6 წევრის არჩევა. საპროკურორო საბჭო არის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი საქართველოს პროკურატურისთვის, როგორც ზედამხედველობის, ასევე გამჭვირვალობის კუთხით," - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეს თქმით, საპროკურორო საბჭოს როლის გამტკიცება საბჭოს ყოფილი წევრების დამსახურებაა.

"ყოფილ წევრებს, რომლებსაც ეწურებათ უფლებამოსილება, მათი გაწეული შრომის დამსახურებაა გარკვეულწილად იმ საპროკურორო საბჭოს როლის გამტკიცება და გაძლიერება, შეუქცევად პროცესია და სტაბილურად გრძელდება," - აცხადებს ნანა ხუნჯუა.

დღის ამბები