12 მაისი 2024,   17:14
ვრცლად
"დარწმუნებული ვარ, დიპლომებთან დაკავშირებული ნებისმიერი თემა კენჭისყრამდე ​ ამოწურული იქნება"- არჩილ თალაკვაძე 

პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრამდე შალვა თადუმაძის დიპლომის ამბავი გაირკვევა.

"კენჭისყრამდე მე დარწმუნებული ვარ რომ დიპლომებთან და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი თემა იქნება ამოწურული. ამაზე კომიტეტიც მუშაობს და მე ვიცი, რომ სამოქალაქო საზოგადოებაც დაინტერესებულია და აუცილებლად მიიღებენ პასუხებს კითხვებზე," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პოლიტიკურ წრეებში, არასამთავრობო სექტორსა და საზოგადოებაში, მოქმედი გენერალური პროკურორის და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც გაირკვა, რომ შალვა თადუმაძეს დიპლომში სწავლის დაწყების თარიღად ის წელი აქვს მითითებული, როდესაც მისი უნივერსიტეტი ჯერ დაარსებულიც არ იყო.

დღის ამბები