12 მაისი 2024,   19:30
ვრცლად
არჩილ თალაკვაძე შეწყალების თემაზე: პოლიტიკური პარტიები სამმაგ სტანდარტს იყენებენ

უნდა დაიბარონ თუ არა გამოკითხვაზე სალომე ზურაბიშვილი - ამ საკითხზე პროკურორის შემდეგ, განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემაც გააკეთა. არჩილ თალაკვაძის თქმით, საპარლამენტო ხელისუფლება პასუხისმგებელია კანონების შექმნასა და მისი აღსრულების მონიტორინგზე. გამოკითხვა კი პროკურატურის კომპეტენციაა.

პოლიტიკურ ჯგუფებზე, რომლებიც შეწყალების საკითხს აკრიტიკებენ, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ სამმაგ სტანდარტთან გვაქვს საქმე. მისი თქმით, იგივე ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მომხდარ შეწყალებების საქმეს ამართლებდნენ. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სამმაგი სტანდარტის მქონე პოლიტიკურმა ჯგუფებმა საზოგადოებას უნდა აუხსნან თუ როდის უჭერდნენ მხარს სიმართლეს.

"შეწყალებასთან დაკავშირებით ჩვენ ვხედავთ პოლიტიკური პარტიების ნაწილის დამოკიდებულებას, რასაც დავარქმევდი სამმაგ სტანდარტს, როდესაც სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ჩვენ ვაკრიტიკებდით მისი შეწყალების გადაწყვეტილებებს და ენ რაოდენობის ასეთი გადაწყვეტილებები ჰქონდა მას მიღებული. ეს ხალხი იყო სწორედ, ვინც მაშინ ამბობდნენ, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილებები და არანაირი კრიტიკა მათ არ გამოუთქვამთ. შემდეგ, როდესაც ბატონი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ჩვენ ვაკრიტიკებდით შეწყალებების გადაწყვეტილებებს "ქართული ოცნება", ეს ხალხი იყვნენ ისევ ის ხალხი, ვინც ამბობდნენ, რომ მმართველი პარტია თავს ესხმის პოლიტიკურად პრეზიდენტს. დღეს, როდესაც იგივე შეწყალებების საკითხი არის კითხვის საგანი და კრიტიკის საგანი, ისევ ეს ხალხი არის ვინც ამბობს, რომ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება. ანუ როგორც ხედავთ, სამ ერთნაირ და სტანდარტულ შემთხვევაში ამ პოლიტიკურ ჯგუფებს ჰქონდათ განსხვავებული რეაქცია, რაც არის სამმაგი სტანდარტი. ამიტომ მათ საზოგადოებას უნდა აუხსნან , როდის იყვნენ გულწრფელები და როდის უჭერდნენ მხარს სიმართლეს," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები