19 მაისი 2024,   13:30
ვრცლად
ანკარა მზადაა სამხედრო ოპერაცია 5 დღით შეაჩეროს და ქურთებს უკან დახევის საშუალება მისცეს

ანკარაში თურქეთის პრეზიდენტსა და ამერიკის დელეგაციას შორის მოლაპარაკება კონკრეტული შედეგით დასრულდა. ანკარა მზადაა სამხედრო ოპერაცია 5 დღით შეაჩეროს და ქურთებს უკან დახევის საშუალება მისცეს. თავის მხრივ ქურთები ტოვებენ ორ ქალაქს - რას ალ აინსა და თელ აბიადს, სადაც ყველაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა.

ვაშინგტონში ამბობენ, რომ ე.წ. უსაფრთხო ზონიდან ქურთი მებრძოლების სრულად გაყვანას უზრუნველყოფენ.

მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა და ანკარამ სირიაში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს, დონალდ ტრამპმა თურქეთის პრეზიდენტს ტვიტერის საშუალებით მადლობა გადაუხადა. რაც შეეხება დამასკოს, სირიის პრეზიდენტის თქმით, ის ქურთებისთვის ავტონომიის მინიჭებას არ აპირებს.

დასავლური მედია წერს, რომ ასადი რუსეთის დახმარებით ჩრდილოეთ სირიაში პოზიციებს იმყარებს.

"ამერიკის პრეზიდენტის მიზანი ძალადობის შეჩერება იყო და დღეს ამაყი ვარ დონალდ ტრამპის ლიდერობით. ერდოღანსა და ტრამპს შორის მტკიცე ურთიერთობაა, ამიტომ ანკარა და ვაშინგტონი დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ანკარა ქურთებს უკან დახევისთვის კონკრეტულ ვადას აძლევს. ყველა საბრძოლო მოქმედება "მშვიდობის წყაროს" ფარგლებში შეჩერდება. ჩვენი ადმინისტრაცია მუდმივ კონტაქტშია სირიის დემოკრატიულ ძალებთანაც," - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსიმ.

დღის ამბები