19 მაისი 2024,   16:38
ვრცლად
სირიაში ცეცხლის შეწყვეტა ანტიტერორისტული ოპერაციის შეჩერებას არ ნიშნავს - განცხადებას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აკეთებს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტა სირიაში ანტიტერორისტული ოპერაციის შეჩერებას არ ნიშნავს.

მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, ვაშინგტონთან შეთანხმდნენ, რომ ქურთები უკან დაიხევენ და  მათი შეიარაღება განადგურდება. ანკარაში თურქეთის პრეზიდენტსა და ამერიკის დელეგაციას შორის მოლაპარაკება კონკრეტული შედეგით დასრულდა.

ანკარა მზადაა სამხედრო ოპერაცია 5 დღით შეაჩეროს და ქურთებს უკან დახევის საშუალება მისცეს. ქურთები ტოვებენ ორ ქალაქს , სადაც ყველაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა. მედიის ინფორმაციით კონფლიქტის ზონაში სროლის ხმა ისევ ისმის.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ შეთანხმების დეტალებზე საუბრობს.

"ამერიკა იაზრებს თუ, რამდენად მნიშვნელოვანია ე.წ. უსაფრთხო ზონის შექმნა თურქეთის ეროვნული ინტერესებისთვის. სრული შეთანხმება შედგა, უსაფრთხო ზონას თურქეთის ძალები გააკონტროლებენ. თურქეთი დაასრულებს ოპერაციას ჩრდილოეთ სირიაში მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქურთების სახალხო დაცვის შენაერთებისა და ქურთების მუშათა პარტიის ტერორისტები უსაფრთხო ზონას დატოვებენ. ასევე მანჯიბსა და სხვა მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ, ერდოღანი ტელეფონით უკვე ელაპარაკა პუტინს. ვიმედოვნებ, შეთანხმება სრულად შესრულდება, " -  აღნიშნა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დღის ამბები