13 მაისი 2024,   15:29
ვრცლად
სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი დანაშაულის საგამოძიებო მექანიზმი - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ახალი ფუნქცია ემატება

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პირველი ნოემბრიდან დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ფარგლებში საქმიანობას იწყებს. თუ როგორი სტრატეგია ექნება ინსპექტორს და რა იქნება მისთვის პრიორიტეტი - ამასთან დაკავშირებით ინსპექტორი დღეს მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. 

ლონდა თოლორაიამ ჟურნალისტებთან ფარული საგამოძიებო მოქმედებების კონტროლსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვაზეც გაამახვილა ყურადღება.

"პირველი ნოემბრიდან ჩვენი სამსახურისთვის ახალი ეტაპი იწყება, გვემატება ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია, ეს არის სამართალდამცავი ორგანოებისა  და მოხელეების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ფუნქცია, ჩვენი მიზანია, რომ ეს გამოძიების პროცესი იყოს გამჭვირვალე, მიუკერძოებელი და ობიექტური. ეფქტიანი გამოძიება მიმდინარეობდეს სწრაფ და შემჭიდროვებულ ვადებში,"- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

დღის ამბები