18 მაისი 2024,   12:47
ვრცლად
20 ივნისის ღამის აქცი​ა და ოთხოზორია-ტატუნაშვილის მკვლელობების საქმეები - ნდობის ჯგუფი შს მინისტრს უსმენს

საკანონმდებლო ორგანოში დღეს ნდობის ჯგუფი იკრიბება. დეპუტატები უსმენენ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელიც პარლამენტში გურამიშვილის გამზირიდან მივიდა. შეხვედრა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. თემების უმეტესობა საიდუმლოა.

ნდობის ჯგუფის წევრის, "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლის ირაკლი აბესაძის თქმით, შს მინისტრთან ბევრი შეკითხვაა დაგროვილი.

"ძალიან ბევრი შეკითხვაა დაგროვილი, რომელსაც შს მინისტრმა უნდა გასცეს პასუხი თუნდაც ნდობის ჯგუფის ფარგლებში, პირველ რიგში, გვაინტერესებს რატომ ვერ ხერხდება ოთხოზორიას, ტატუნაშვილის და საქართველოს სხვა მოქალაქეების მკვლელობაში მონაწილე პირების იდენტიფიცირება, პასუხგაუცემელი შეკითხვებია 20 ივნისის ღამის აქციის დარბევასთან დაკავშირებით,“- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

დღის ამბები