18 მაისი 2024,   13:32
ვრცლად
მოუწესრიგებელი შიდა გზები, სანიაღვრე არხები - აფენის თემის მოსახლეობა პრობლემებზე საუბრობს 

აფენის თემის მოსახლეობა სასმელი წყლის, შიდა გზებისა და სანიაღვრე არხების პრობლემაზე საუბრობს. მათი თქმით, პრობლემა ანტისანიტარიას იწვევს და მოსახლეობას ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხე ემუქრება. ლაგოდეხს დღეს "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა ესტუმრა. სოფელ გვიმრიანში მოსახლეობასთან შეხვედრისას სოციალური დახმარების მოხსნაზეც ისაუბრეს.  

"20 წელი გავიდა და არ შეიძლება საარჩევნოდ ხრეშით, კარტოფილით და ა.შ. ველაპარაკებოდეთ ხალხს. ხალხს უნდა ველაპარაკებოდეთ პერსპექტივაზე და არა იმ წუთის გამოკვებაზე და იმ წუთის ორმოების ამოვსებაზე. ეს არის მთავარი ამოცანა. აფენში არჩევნებზე ჩვენ ძალიან კონკურენტული კანდიდატი გვყავს და ყველა არჩევნებს განვიხილავთ, როგორც მოთელვას და როგორც გენერალურ რეპეტიციას 2020-ის არჩევნებისთვის,“ - განაცხადა გიგი უგულავამ. 

დღის ამბები