26 აპრილი 2024,   15:25
ვრცლად
ბორდერიზაცია ატოცში და მოსკოვის "ნიკიტკის კარიბჭის" სპექტაკლები საქართველოში - ქუთაისში რუსული თეატრალური წარმოდგენა საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართება

ქუთაისში სამოქალაქო მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტიას" წევრები მოსკოვის "ნიკიტკის კარიბჭის" თეატრის გასტროლებს აპროტესტებენ.

"ქუთაისის მესხიშვილის თეატრში" სპექტაკლი დღეს, საღამოს 19 საათზე, დაიწყება. მოძრაობის აქტივისტები სპექტაკლის პარალელურად, საპროტესტო აქციას გამართავენ და პროტესტს პერფორმანსით გამოხატავენ.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის კოტე აბაშიძის თქმით, ეს მეგობარი თეატრების ურთიერთობაა და უხერხულობას არ ქმნის.

"ქუთაისის მესხიშვილის თეატრი ევროპის და აზიის ექვს თეატრთან არის დამეგობრებული, მათ შორის ერთ-ერთი მოსკოვის თეატრია. ეს არის ორი თეატრის მეგობრობა ანუ კულტურული ურთიერთობა, შემოქმედებითი მეგობრობა, რაც არავითარ კავშირში არაა პოლიტიკასთან, ანუ არც ერთ სახელმწიფო ინსტიტუციას, არც საქართველოში და არც რუსეთში ამ საქმეში მონაწილეობა არ მიუღია და ეს არის ორი თეატრის შემოქმედებითი ურთიერთობა,"- განაცხადა კოტე აბაშიძემ.

მოსკოვის "ნიკიტკის კარიბჭის" გასტროლები ქუთაისში დღეს იწყება. ორი დღის მანძილზე მესხიშვილის თეატრის სცენაზე წარმოდგენილი იქნება რუსულენოვანი სპექტაკლები.

დღის ამბები