უკიდურესად მძიმეა აფეთქების დროს დაზარალებული სოსო ჯავახიშვილის მდგომარეობა. მამაკაცი, რომლის სახლშიც გაზი აფეთქდა შოკური მდგომარეობიდან ვერ გამოდის.
მას სხეულის 60 პროცენტი აქვს დამწვარი და ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობს. მერვე საავადმყოფოში რჩება კიდევ ერთი დაზარალებული. მისი მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, მას სავარაუდოდ საავადმყოფოდან დღეს გაწერენ.