19 მაისი 2024,   06:52
ვრცლად
20-21 ივნისის მოვლენებს დღეს თელავში გააპროტესტებენ

მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში" დღეს თელავში, ერეკლე მეფის მოედანზე, აქციას გამართავს.

მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე 17:00 საათზე შეიკრიბებიან და 20-21 ივნისს დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს გააპროტესტებენ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის გიგა მაქარაშვილის თქმით, ადგილობრივ მერიას აქციის ჩატარების შესახებ შეატყობინეს, თუმცა მუნიციპალიტეტმა მათ ამის ნებართვა არ მისცა. 

თელავის მერის შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით, ორგანიზაციამ მუნიციპალიტეტს ვადის დარღვევით მიმართა, რის გამოც აქციის ჩატარების ნებართვაზე უარი ეთქვათ.

აქციის ორგანიზატორების თქმით კი კონსტიტუციური უფლების გამოსახატად, კანონმდებლობა მერიის თანხმობა არ საჭიროებს. 

"მიუხედავად მერიის აკრძალვისა, მაინც ჩავატარებთთ დემონსტრაციას.  ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია კახეთით დაწყება, რადგან თელავი არის მთავარი ოპოზიციური ქალაქი,"- აცხადებს გიგა მაქარაშვილი.

მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში", რეგიონებში აქციებს ყოველი თვის 20 რიცხვში სხვადასხვა ქალაქში გამართავს. 

აქციას დღეს 20-21 ივნისის ღამეს დაკავებული აქტივისტების მშობლებიც შეუერთდებიან, რომლებიც დემონსტრაციაში მონაწილეობის მისაღებად, თბილისიდან თელავში უკვე გაემგზავრნენ.

დღის ამბები