21 დეკემბერი 2024,   18:08
ვრცლად
ბარსელონას აეროპორტში დარჩენილი ქართველები და "აირზენას" პასუხი

საქართველოს მოქალაქეები უკვე რამდენიმე საათია ბარსელონას აეროპორტიდან თბილისში დაბრუნებას უშედეგოდ ელოდებიან და დახმარებას ითხოვენ.

ბარსელონას აეროპორტში, აერეულობის მიუხედავად,  ამ ეტაპზე ყველა რეისი სრულდება, თუმცა ავიაკომპანია "აირზენამ" ფრენები შეაჩერა. მგზავრებმა "კურიერს" ბარსელონას აეროპორტში გადაღებული კადრები თავად მიაწოდეს. მათი ინფორმაციით, ავიაკომპანიამ რეისების გადადების შესახებ მგზავრები წინასწარ არ გააფრთხილა, აეროპორტში მისულებს კი ფრენა გაუქმებული დახვდათ.

მათივე განცხადებით, ახლა ავიაკომპანია არც ნაკისრი ვალდებულების შესრულებას აპირებს და მგზავრებს კიევის მიმართულებით ბილეთის შეძენას საკუთარი სახსრებით სთავაზობს.

საპროტესტო აქციების და პოლიციასთან შეტაკებების გამო, ქვეყანაში ვითარება იმდენად დაძაბულია, რომ საჰაერო მიმოსვლა შეიზღუდა.

საქართველოს 40-მდე მოქალაქე ბარსელონას საერთაშორისო აეროპორტშია და ფრენას უშედეგოდ ელოდება.

ავიაკომპანია "აირზენაში"  ქართველ მგზავრებთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ. ირკვევა, რომ მგზავრები ბარსელონას მიმართულებით, ვერც თბილისიდან გაფრინდნენ.

 

დღის ამბები