23 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
წალენჯიხაში 27 წლის კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში 27 წლის კაცი საკუთარი სახლის ეზოში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

როგორც "კურიერს" სოფლის რწმუნებულმა ვახტანგ მოლაშხიამ უთხრა, გარდაცვლილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მოლაშხიას ინფორმაციით, გარდაცვლილი სახლის უკანა ეზოში მამიდამ იპოვა.

“რამდენიმე წლის წინ, მშობლები ამბობენ, რომ შეაშინეს და ამის შემდეგ ფსიქიკური პრობლემები დაეწყო, ფსიქიატრიულ დაწესებულებაშიც მკურნალობდა. ადრე თავის მოკვლის მცდელობა არ ჰქონია, თუმცა, რამდენიმე თვის წინ, ძმისთვის უთქვამს, რომ ამის სურვილი ჰქონდა. ამის შემდეგ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევნდნენ,"- აღნიშნა სოფლის წრმუნებულმა.

ფაქტზე გამოძიება სს სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

დღის ამბები