23 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
ბარსელონას დაზარალებულ მგზავრებს "ჯორჯიან ეარვეისი" ხარჯების ანაზღაურებას ჰპირდება

ბარსელონაში ფრენები 23 ოქტომბრამდე არ განახლდება - ავიაკომპანია "აირზენა" "კურიერთან" სატელეფონო კომენტარს აკეთებს. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, ესპანეთში შექმნილი ვითარების გამო ბარსელონას აეროპორტში ბოლო 5 დღის განმავლობაში, 50-ზე მეტი რეისი გადაიდო, რადგან არსებობდა ინფორმაცია მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ.

ქართული ავიაკომპანია ირწმუნება, რომ ფრენები მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით დროებით გააჩერა. "ჯორჯიან ეარვეისი" მგზავრებს ხარჯების ანაზღაურებას ჰპირდება.

როგორც "კურიერთან" საუბრისას ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" გენერალური დირექტორი რომან ბოკერია განმარტავს, ისინი ფლობდნენ ინფორმაციას სეპარატისტების მხრიდან აეროპორტში შესაძლო შეჭრის შესახებ.

"ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ სეპარატისტები შეიჭრებოდნენ აეროპორტის ტერიტორიაზე და შეეცდებოდნენ ხელი შეეშალათ ფრენებისთვის. ჩვენმა კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს რისკი საკუთარ თავზე არ აეღო, რადგან დაგვეცვა ჩვენივე მგზავრები. ბარსელონას აეროპორტიდან 45 რეისი იყო გადადებული. 23-ში დაგეგმილია გაფრენა და გამოფრენაც, სიტუაცია თუ დაწყნარდა და დავრწმუნდებით, რომ მგზავრებს არ შეექმნებათ პრობლემა, ავიღებთ ამ პასუხისმგებლობას ჩვენს თავზე და ყველა ხარჯს ავანაზღაურებთ, რომ ჩვენი მგზავრები სამშობლოში დავაბრუნოთ, " - განაცხადა რომან ბოკერიამ.

დღის ამბები