13 დეკემბერი 2019,   06:57
ვრცლად
"იქ, სადაც მთავრობას მოუწევს თქვას - არა, ეს უნდა იქნეს ადეკვატურად მიღებული" - პრემიერი ბიზნესის ასოციაციის წევრებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ქართულ ბიზნესს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა სჭირდება.

გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა სისტემურ პრობლემებზე და აღნიშნა, რომ შედეგი მხარეების ერთობლივი მუშაობით დადგება.

"აბსოლუტური პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მიმდინარე პერიოდში იქნება მიღებული, მოხდება თქვენი სრული ჩართულობით. ოღონდ მოლოდინებიც უნდა იყოს ადეკვატური. იქ, სადაც მთავრობას მოუწევს თქვას - არა, ეს უნდა იქნეს ადეკვატურად მიღებული. ჩვენი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულება არის, რომ არ დავხარჯოთ ამაზე ბევრი დრო. ხშირ შემთხვევაში "არაც" პასუხია," - აღნიშნა პრემიერმა.

დღის ამბები