12 ნოემბერი 2019,   19:35
ვრცლად
ფოთი - თბილისის ჩქაროსნული მატარებელი მოზარდს დაეჯახა

ფოთი - თბილისის ჩქაროსნული მატარებელი მოზარდს დაეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, მოზარდი მძიმე მდგომარეობაშია და იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაშია გადაყვანილი.

"კურიერის" ინფორმაციით, შემთხვევა, სავარაუდოდ, მეტროსადგურ გოცირიძის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

მომხდარზე გამოძიება 275-ე მუხლით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის წესების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

"კურიერი" მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს ამ წუთებში არკვევს.

დღის ამბები