22 ნოემბერი 2024,   06:27
ვრცლად
ხორავას ქუჩის საქმე - საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებული მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა გრძელდება.

დღეს სასამართლოში ბრალდების მხარის რამდენიმე მოწმე დაიკითხება. ამასთან, დღესვე გახდება ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილება სასამართლო სხდომების გასაჯაროებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

დღის ამბები