18 მაისი 2024,   22:10
ვრცლად
"პროკურატურამ უნდა გააკეთოს განმარტება ამის შესახებ" - გახარია ყოფილი პროკურორის სკანდალურ სტატუსზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას დღეს მოუწია პასუხის გაცემა ყოფილი პროკურორის სალომე ადეიშვილის სკანდალურ ფეისბუკსტატუსთან დაკავშირებით.

სალომე ადეიშვილმა პროკურატურაში თანამდებობის დატოვებაზე საჯაროდ დაწერა და სხვა მიზეზთა შორის უწყებაში არსებული კორუფცია, ნეპოტიზმის ფაქტები და გენდერული ნიშნით დევნა დაასახელა. გახარიას განცხადებით, აუცილებელია საკითხის გამოძიება, პროკურატურამ კი, როგორც დამოუკიდებელმა უწყებამ, განმარტება უნდა გააკეთოს - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

"ყველა ის შემთხვევა სექსუალური შევიწროების, ნეპოტიზმის უნდა იყოს გამოძიებული. დაველოდები პროკურატურის რეაგირებას ამ საკითხზე, თუ ეს სიმართლეა, ეს არის მიუღებელი, თუმცა პროკურატურა ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი უწყებაა და უნდა გააკეთოს განმარტება ამის შესახებ," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები