24 ნოემბერი 2024,   14:33
ვრცლად
ახალი მუქარა ოკუპირებული ცხინვალიდან

საუკუპაციო რეჟიმის ე.წ. "უშიშროების კომიტეტის" მტკიცებით, ქართველი სამართალდამცველები არასტაბილურობის შექმნას ცდილობენ. საქართველოს სადაზვერვო სამსახური კი დეზინფორმაციას ავრცელებს, ინფორმაციულ ვაკუუმს ქმნის და შეცდომაში შეჰყავს არა მხოლოდ ქართველი მოსახლეობა, არამედ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები - აცხადებენ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტში.

"სოფელ კოდაში, აბანოში, კობში, წაღვლსა და ატოცში არსებულ საზღვართან ზღუდავენ ქართველი აქტივისტების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გადაადგილებას, რათა თავიდან აიცილონ იქ არსებული სიტუაციის ობიექტური შეფასება.

სამხრეთ ოსეთის დასახლებასთან ქართული საგუშაგოებისა და პოლიციელების ყოფნა სამხედრო საფრთხის რისკებს ზრდის, რამაც შესაძლოა შეიარაღებული შეტაკება გამოიწვიოს,"- წერია სეპარატისტების განცხადებაში. 

დღის ამბები