18 მაისი 2024,   15:31
ვრცლად
წყალდიდობას ევროპაში მსხვერპლი მოჰყვა

ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა წყალდიდობის დროს ევროპაში. უხვი ნალექის გამო საფრანგეთის სამხრეთ და ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილებში ასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

დატბორილია ქუჩები, გაუქმდა რამდენიმე სარკინიგზო რეისი. მაშველები დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ. სინოპტიკოსების პროგნოზით, შტორმი და ძლიერი წვიმა ხვალაც არის მოსალოდნელი.

დღის ამბები