20 აპრილი 2024,   17:50
ვრცლად
სროლა რუსთავში - რესტორან "მადაგონში" სუფრის წევრებსა და მუსიკოსებს შორის დაპირისპირება მოხდა

სროლა რუსთავის ერთ-ერთ რესტორანში - ჩხუბი "მადაგონში"  სუფრის წევრებსა და მუსიკოსებს შორის მოხდა. რესტორნის სტუმრებმა კონკრეტული მუსიკის შესრულება მოითხოვეს, რაზეც მუსიკოსებმა უარი განაცხადეს. მუსიკოსების უარს  რესტორნის სტუმრების მხრიდან იარაღიდან გასროლა და დაპირისპირება მოჰყვა.

ჩხუბის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ​დაზიანებულია რესტორნის ინვენტარი. მომხდარზე სამართალდამცველებმა 2 პირი დააკავეს.

დღის ამბები