19 მაისი 2024,   11:32
ვრცლად
ჩრდილოეთ სირიაში ქურთებსა და თურქებს შორის დაპირისპირება გრძელდება

ჩრდილოეთ სირიაში ქურთებსა და თურქებს შორის დაპირისპირება გრძელდება. მხარეები ერთმანეთს ურთიერთბრალდებებს უყენებენ. ქურთული მხარე თურქ სამხედროებს სამ სოფელზე თავდასხმაში ადანაშაულებს. თურქეთის თავდაცვის მინისტრი კი აცხადებს, რომ 5 სამხედრო ჰყავთ დაჭრილი.

ანკარამ სირიაში ცეცხლი გასულ კვირას შეწყვიტა. 22 ოქტომბერს კი პუტინი და ერდოღანი სირია-თურქეთის საზღვრიდან ქურთული დანაყოფების გაყვანაზე​ შეთანხმდენენ. ერდოღანი აცხადებს, რომ ე.წ. უსაფრთხო ზონაში თუ ტერორისტული თავდასხმები იქნება, ანკარა ოპერაციას განაგრძობს.

დღის ამბები