02 მაისი 2024,   00:29
ვრცლად
"პატრიოტულ თამაშებში" ევროკავშირის მისიის მონიტორების ჩართვა - საოკუპაციო რეჟიმი მორიგ განცხადებას ავრცელებს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი გუშინ წნელისთან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაკავებული მონიტორების ფოტოებს აქვეყნებს, როგორც სააგენტო РЕС-ი, ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტზე დაყრდნობით წერს, ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დაკავებულმა მონიტორებმა მათ განუცხადეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოჩნდნენ.

"მათი თქმით, დაკარგეს ორიენტაცია და დაიკარგნენ", თუმცა ყველა მათგანი აღჭურვილი იყო უახლესი სანავიგაციო მოწყობილობით, სათვალთვალო საშუალებებით, რადიოკავშირის, ფოტო და ვიდეოაპარატურით," - აცხადებს ცხინვალის ე.წ КГВ.

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სპეცსამსახური ოფიციალურ თბილისს პროვოკაციების მოწყობაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, "თბილისის რეჟიმი აქტიურად რთავს თავის "პატრიოტულ თამაშებში" საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებს, რითაც მათ სიცოცხლეს და უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის,"- ნათქვამია ცხინვალის ე.წ. КГВ-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები