26 აპრილი 2024,   09:45
ვრცლად
ხადაში გზის მშენებლობის პროექტი არ შეიცვლება - საავტომობილო გზების დეპარტამენტის პასუხი აქციის მონაწილეებს

ხადას ხეობაში გამართულ საპროტესტო აქციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი პასუხობს. უწყებაში ამბობენ, რომ პროექტი საუკეთესოა და ის არ შეიცვლება. თავმჯდომარის მოადგილის ალექსანდრე თევდორაძის განცხადებით, შენიშვნები, რომელიც საზოგადოებას პროექტთან დაკავშირებით ჰქონდა მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული.

"გარკვეული ტიპის პროექტირების ეტაპზე იყო პრობლემები, რაზეც გამოითქვა შენიშვნები, რომელიც გათვალისწინებულ იქნა და საბოლოდ ჩვენს მიერ მომზადებული პროექტი არის საუკეთესო პროექტი, რაც კი გაკეთებულა საქართველოში,"-აცხადებს "კურიერთან" საუბრისას ალექსანდრე თევდორაძე.

შეგახსენებთ, რომ ხეობაში გზის გაყვანას ადგილობრივები ეწინააღმდეგებიან. ხეობის მოსახლეობა მთავრობას საკითხით დაინტერესებასა და დახმარებას სთხოვს. იმ შემთხვევაში თუ ხადას ხეობის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მთიულები პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართავენ.

დღის ამბები