19 მაისი 2024,   17:11
ვრცლად
ერაყში საპროტესტო აქციები​ გრძელდება - შეტაკებებს 40 ადამიანი ემსხვერპლა

ერაყში საპროტესტო აქციების დროს პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მომხდარ შეტაკებებს 40 ადამიანი ემსხვერპლა.

დემონსტრაციები ქვეყნის რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობდა. შეტაკებების დროს პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ირანის მიერ მხარდაჭერილმა  გასამხედროებულმა ფორმირებამ კი დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა.

ერაყში გამოსვლები პირველ ოქტომბერს დაიწყო. მოსახლეობა უმუშევრობას და კორუფციას აპროტესტებს და ხელისუფლების ცვლილებას მოითხოვს. ერაყის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათია გამოცხადებული.

დღის ამბები