19 მაისი 2024,   16:49
ვრცლად
"მოლოტოვის კოქტეილები", სროლა და შეტაკება პოლიციასთან - ჩილეში საპროტესტო აქციაში მილიონამდე დემონსტრანტი ჩაერთო, არის მსხვერპლი

ჩილეში მშვიდობიანი აქცია პოლიციასთან შეტაკებებით დასრულდა. აქციაში მილიონამდე დემონსტრანტი მონაწილეობდა. არეულობის დროს დემონსტრანტები მოლოტოვის კოკქეილებს ისროდნენ. პოლიციამ მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ასევე ისმოდა სროლაც.

სანტიაგოში კომენდანტის საათია გამოცხადებული, ქუჩებში პატრულირებენ სამხედროები. ჩილეში საპროტესტო აქციები ტრანსპორტით მგზავრობაზე ფასის გაზრდამ გამოიწვია. პოლიციასთან შეტაკების დროს 17 ადამიანია დაღუპული, არიან დაშავებულები, დაკავებულია 7 ათასი დემონსტრანტი.

დღის ამბები