19 მაისი 2024,   19:57
ვრცლად
"ქალიშვილისგან შეტყობინება მიიღეს, რომ ვერ სუნთქავდა და კვდებოდა"- ბრიტანეთში აღმოჩენილ გარდაცვლილს შორის შესაძლოა ვიეტნამელები იყვნენ

ბრიტანეთში სატვირთო მანქანაში აღმოჩენილ 39 გარდაცვლილს შორის შესაძლოა ვიეტნამელები იყვნენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს, მედიას ერთ-ერთი დაკარგული გოგოს მშობლები დაუკავშირდნენ. მათ ქალიშვილისგან შეტყობინება მიიღეს სადაც გოგონა წერდა, რომ ვერ სუნთქავდა და კვდებოდა.

39 მიგრანტის გარდაცვალების საქმეზე ბრიტანეთის პოლიციამ 4 ეჭვმიტანილი დააკავა. პოლიცია მედიას ურჩევს გარდაცვლილთა ვინაობის შესახებ ინფორმაცია გადამოწმების გარეშე არ გაავრცელონ.

დღის ამბები