19 მაისი 2024,   18:42
ვრცლად
ამერიკას სირიიდან ნავთობის კონტრაბანდა გააქვს - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბრალდება აშშ-ს

რუსეთის თავდაცვის უწყება შეერთებულ შტატებს სირიის ტერიტორიაზე ნავთობის კონტრაბანდაში ადანაშაულებს. სკანდალური ბრალდების დასამტკიცებლად რუსეთის თავდაცვამ თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.

უწყება ამტკიცებს, რომ ვაშინგტონს სირიიდან საწვავი ნავთობმზიდი მანქანებით გადააქვს. თავდაცვის უწყების წარმომადგენელი აცხადებს, რომ ამერიკამ ნავთობის მოსაპოვებლად სირიაში თავისივე დაწესებული სანქციების მიუხედავად ტექნიკა შეიტანა.

რუსეთის თავდაცვის უწყებამ ეს ინფორმაცია მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც პენტაგონმა სირიიდან სამხედროები გაიყვანა და მათი ნაწილი მხოლოდ ნავთობ-ობიექტების დასაცავად დატოვა.

დღის ამბები