17 მაისი 2024,   04:36
ვრცლად
მექსიკაში ტყის ხანძარს სამი ადამიანი ემსხვერპლა

ამერიკის შეერთებული შტატების საზღვართან ახლოს ტყის ხანძარს ებრძვიან. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში სტიქიას სამი ადამიანი ემსხვერპლა.

ცეცხლი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, ამიტომ ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. განადგურდა ასამდე საცხოვრებელი სახლი.

სტიქია დაახლოებით 14 ათას ჰექტარზეა გავრცელებული. ხანძარი პარასკევს გაჩნდა. სტიქიის ზონაში 150 მეხანძრეა მობილიზებული. 

დღის ამბები