21 მაისი 2024,   02:17
ვრცლად
ზელენსკი აღმოსავლეთ უკრაინიდან შეიარაღების გაყვანას ითხოვს

"აფხაზეთის ომი დასტურია, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება" - ეს მაგალითი ვოლოდიმერ ზელენსკის უკრაინელმა მებრძოლებმა აღმოსავლეთ უკრაინიდან შეიარაღების გაყვანის მოთხოვნის საპასუხოდ მოუყვანეს.

"საქართველომ გაიყვანა ჯარი, რუსეთი მოტყუებით თავს დაესხა სოხუმს. არ გვსურს, ეს უკრაინაში განმეორდეს," - თქვა ერთ-ერთმა მოხალისემ ზოლოტოეს რაიონში, სადაც უკრაინის პრეზიდენტი უკვე მეორე დღეა, შეიარაღების გაყვანას ითხოვს.

მინსკში მიღწეული ბოლო შეთანხმების მიხედვით, ზოლოტოესა და ბოგდანოვკა-პეროვსკის რაიონებში ჯარების დაშორიშორებამდე, მინიმუმ შვიდი დღის განმავლობაში, სროლა უნდა შეწყდეს. ამის მიღწევა კი ამ დრომდე ვერ ხერხდება.

დღის ამბები