17 მაისი 2024,   06:38
ვრცლად
საკრებულოების შუალედური არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს - "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი"

"განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი" საკრებულოების შუალედურ არჩევნებს აკვირდება. ორგანიზაციის ინფორმაციით, 13:00 საათისთვის არჩევნები ზოგადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა ლაგოდეხში დაფიქსირდა პროცედურული ხასიათის დარღვევები.,

კერძოდ, საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა არაუფლებამოსილი პირი, რომელმაც დამკვირვებლის მითითებით  უბანი დატოვა.

ასევე დაფიქსირდა ვადაგასული პირადობის მოწმობებით ხმის მიცემის მცდელობა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოადგილის, მარი ბენდელიანის ინფორმაციით, ლაგოდეხში საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ გრძელდება მანკიერი პრაქტიკა -  საარჩევნო უბნებზე  კოორდინატორები იმყოფებიან, რაც საარჩევნო პროცესზე ნეგატიურად აისახება.  

დღის ამბები