21 მაისი 2024,   08:57
ვრცლად
რომის პაპი ეკლესიაში ქალების როლის გაზრდის მომხრეა

რომის პაპმა, ქალებს, შესაძლოა დიაკვნობის უფლება მისცეს. ფონტიფიკოსმა ამ საკითხზე მუშაობა სპეციალურ კომისიას დაავალა. კვლევაში აქტიურად ჩაერთვებიან თეოლოგებიც. პაპი ფრანცისკე ეკლესიაში ქალების როლის გაზრდის მომხრეა.

კათოლიკურ ეკლესიაში დიაკვანს ქადაგების, ნათლობისა და ჯვრისწერის ჩატარება შეუძლია. მანამდე, ფრანცისკეს გადაწყვეტილებით, ქალებს ფეხთბანის რიტუალში მონაწილეობის უფლება მისცეს, რამაც ვატიკანში კონსერვატორების უკმაყოფილება გამოიწვია.

ამასთან, პაპის გადაწყვეტილებით, სპეციალური კომისია ახალი წევრებით დაკომპლექტდება, ვინაიდან მისი მუშაობის პროცესში გარკვეული პასუხგაუცემელი კითხვები დარჩა - აღნიშნა რომის პაპმა. 

დღის ამბები