17 მაისი 2024,   09:40
ვრცლად
"დამნაშავე ეძებონ პირებში, რომლებიც საპატრიარქოში ფულის საშოვნელად არიან მოკალათებული" - გამოხმაურება მეუფის სკანდალურ განცხადებაზე

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებებს ეხმაურება.

ადვოკატის განმარტებით, აღნიშნულზე აუცილებელია გამოძიება დაუყონებლივ დაიწყოს. გარდა ამისა, მიხეილ რამიშვილი პრეზიდენტს მოუწოდებს მსჯავრდებული დეკანოზი შეიწყალოს.

"რეაგირება უნდა მოჰყვეს დაუყონებლივ, ახლავე უნდა დაიწყონ გამოძიება. სინოდი უნდა შეიკრიბოს დაუყონებლივ და მოთხოვონ იაკობს დაასახელოს ყველაფერი და მოიტანოს ის მტკიცებულებები, რომლებზეც საუბრობს. პირდაპირ მოვუწოდებ პრეზიდენტსაც, ხომ დაინახეს ვინ ვინ არის, გაათავისუფლონ მამა გიორგი, უდანაშაულოა ეს ადამიანი და დამნაშავე ეძებონ თავიანთ თავში და პირებში, რომლებიც საპატრიარქოში ფულის საშოვნელად არიან  მოკალათებულები,“ - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, მეუფე იაკობის სკანდალური განცხადების თანახმად, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუს-ის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური და იმდროინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ. 

დღის ამბები