17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
"მეუფე იაკობის განცხადებები სისულელეა" - თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებებს ეხმაურება.

მისი შეფასებით, მეუფე იაკობის ბრალდებები უსაფუძვლოა და  ეკლესიას ჩრდილს აყენებს.

"არ მომერიდება და ვიტყვი, რომ ეს, რა თქმა უნდა, არის სისულელე. ძალიან გული მტკივა, რაც მეუფის მხრიდან მოვისმინეთ. ამგვარი განცხადებები, პირველ რიგში ეკლესიას აყენებს ჩრდილს და მე უარს ვამბობ მივიღო მონაწილეობა იმ ტიპის დებატში, რომელიც ეკლესიას მიაყენებს ჩრდილს და ასევე პატრიარქს გულს ატკენს," - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები