17 მაისი 2024,   10:04
ვრცლად
"არაერთგზის მომისმენია მეუფე იაკობის ბოდვა ... პატრიარქს ვაკისრებ პასუხისმგებლობას" - მეუფე პეტრე

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ ბოდბის მთავარეპისკოპოს, მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებებს "ბოდვა“ და "ცილისწამება“ უწოდა.

მეუფე პეტრეს განცხადებით, ბოდბის მთავარეპისკოპოსმა საკუთარ ქმედებებზე პასუხი უნდა აგოს. ამავე დროს ჭყონდიდის მიტროპოლიტი განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას პატრიარქს აკისრებს.

"არაერთგზის მომისმენია მისი ბოდვა, უპასუხისმგებლობა და რჯულის კანონის თანახმად, როცა ადამიანი ერთხელ ვერ ადასტურებს თავის ცილისწამებას, მეორედ უკვე ეკლესია არ ღებულობს მას, როგორც ბრალდებელსაც კი. მან რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგოს თავის განცხადებაზე. გარდა ამისა, ვაკისრებ პასუხისმგებლობას კათალიკოს-პატრიარქს, რომელმაც დააჯილდოვა მეუფე იაკობი და თქვა, რომ ასრულებდა მის ლოცა-კურთხევას და დავალებას. ამ ლოგიკით მიმაჩნია, რომ გუშინდელი განცხადებებიც პატრიარქის დავალებაა. ამიტომ პატრიარქმა პირადად უნდა გასცეს პასუხი.

ციანიდის სკანდალი ბევრად ადრე დაიგეგმა საპატრიარქოში, მაშინ როდესაც დეკანოზს პატრიარქის მდივან-რეფერენტმა მისცა ფული ციანიდის საყიდლად და შემდეგ ჩაითრიეს ხელისუფლება თავიანთი უგუნურობით და აუცილებლად მათაც მოუწევთ პასუხისგება ამ თემაზე. სახელმწიფოს გარეშე როგორ შეეძლოთ დეკანოზისთვის ციანიდი ჩაედოთ. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ დაუშვა შეცდომა," - აღნიშნა მეუფე პეტრემ.

დღის ამბები