19 მაისი 2024,   11:57
ვრცლად
ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, 1 ოქტომბერს დაჯარიმებულ ტაქსის მძღოლებს ადმინისტრაციული გადასახადისგან გაათავისუფლებს 

ახალი კანონპროექტი, რომელიც ტაქსების ადმინისტრაციული გადასახადისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს უკვე მზად არის. პირველ ოქტომბერს დაჯარიმებულ ტაქსის მძღოლებს ჯარიმები მოეხსნებათ.

ცვლილება მხოლოდ მათ ეხება, ვინც პირველი ოქტომბრიდან ახალი ნებართვის აღება ვერ მოახერხეს. გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა მიიღო.

"ტაქსის რეფორმის მიზანი და თვითმიზანი ნამდვილად არ არის ვინმეს დაჯარიმება, უბრალოდ რეფორმის პირველ დღეს მძღოლების გარკვეული ნაწილი შეცდომაში იყო შეყვანილი. აქედან გამომდინარე გვინდა, რომ ეს ფინანსური ტვირთი მოვაშოროთ მათ. აღნიშნული ინიციატივა შეეხება დაახლოებით 700-მდე ტაქსის მძღოლს,“ - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა.

დღის ამბები