18 მაისი 2024,   21:08
ვრცლად
სირიაში ტერორისტული სიმბოლოები ისევ გამოჩნდა

სირიაში, ქალაქ თელ-აბიადში "ისლამური სახელმწიფოს" სიმბოლოები გამოჩნდა.

ტერორისტული ორგანიზაციის ნიშნები, ადმინისტრაციული შენობების კედლებზე, გრაფიკის სახითაა გამოსახული.

ამ ფაქტს გუშინ ისლამური სახელმწიფოს ლიდერის ალ ბაღდადის მკვლელობის შესახებ დონალდ ტრამპის განცხადება უძღოდა.

ქალაქი თელ-აბიადი ორი კვირის წინ თურქულმა მხარემ ქურთი სამხედროებისგან გაათავისუფლა.

დღის ამბები