27 მაისი 2024,   11:12
ვრცლად
მმართველი გუნდი მეუფე იაკობის განცხადებებს პოლიტიკურ სპეკულაციებს უწოდებს

"ქართულ ოცნებაში" მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მეუფე იაკობის განცხადებები არის უსაფუძვლო და ამ და სხვა თემებთან დაკავშირებით ეს საკითხები წმინდა სინოდმა უნდა შეისწავლოს.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, ის გარკვეული საკითხები უნდა გამოიყოს, რომლებზეც ძალიან ფრთხილად უნდა ისაუბრონ. მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სკანდალურ საკითხთან დაკავშირებით განსაკუთრებულ და სიღრმისეულ შეფასებებს ვერ გააკეთებს. მისი თქმით ცუდი საქციელია, როდესაც პირველივე საკითხთან დაკავშირებით, როდესაც მსგავს საკითხზე იწყება საუბარი, ოპონენტები ცდილობენ საკითხთან დაკავშირებით თემები აწიონ მაღლა და პოლიტიკური სპეკულაციები მოაყოლონ და არსებული სიტუაციიდანაც სარგებელი ნახონ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს არ მიაჩნია, რომ ერთი განცხადება საკმარისი იყოს იმისთვის, რომ პარლამენტის კომისია შეიქმნას. დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, თუ არის სასულიერო პირის განცხადების საფუძველზე საქმის აღძვრის საფუძვლები ამაზე უკვე შესაბამისმა ორგანომ უნდა იმსჯელოს. თუმცა დიმიტრი ცქიტიშვილი იმასაც ამბობს, რომ იმ პირებს იცნობს, ვიზეც მეუფე იაკობს ჰქონდა საუბარი და ის დარწმუნებულია, რომ ეს პოლიტიკური სპეკულაციაა და არ შეესაბამება სიმართლეს.

დღის ამბები