27 მაისი 2024,   05:01
ვრცლად
"მე გავშალე კარავი, ჰუსეინი ციხეში აღმოჩნდა"- მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი ძმისშვილის სასამართლო პროცესს პროტესტის ნიშნად არ ესწრება 

20-21 ივნისის აქციის გამო დაკავებულების საქმეზე სასამართლომ არსებითი განხილვა დაიწყო. დღეს პროცესზე ბრალდების მხარე მოწმეებს დაკითხავს. დაკავებულთა შორის, რომელთა საქმესაც მოსამართლე განიხილავს, მორის მაჩალიკაშვილიცაა. სხდომას  პროტესტის ნიშნად არ ესწრება მალხაზ მაჩალიკაშვილი.

პროცესზე იკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები,  რომლებიც ძირითადად ექსპერტები არიან. ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დღესვე მოხდება. ადგილზე იმყოფება მალხაზ მაჩალიკაშვილი, თუმცა ის სასამართლო პროცესს არ ესწრება.

მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ მისი ძმისშვილის დაკავება მის პროტესტს უკავშირდება და არა იმას, რომ 20-21 ივნისის აქციებზე მის ძმიშვილს რაიმე ბრალი მიუძღვის.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სისხლის სამართლის ადვოკატის განცხადებით, ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს, წინა პროცესზე 2 მოწმე დაიკითხა  და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეები დღესაც დაიკითხებიან.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მისი ძმისშვილის ბრალეულობა იმაში მდგომარეობს, რომ ერთი წლის განმავლობაში მორის მაჩალიკაშვილი მის გვერდით იდგა.

"დღეს თუ გაშლის ბიძაშენი კარავს, ხვალ ციხეში გამოგკეტავთ,“ - მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მის ძმისშვილს ამ სიტყვებით დაემუქრნენ, რაც მისივე განმარტებით განხორციელდა. 

მაჩალიკაშილის განცხადებით,  ხელისუფლებისთვის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტში მიუღებელია, ამიტომ მაჩალიკაშვილი მიიჩნევს, რომ ეს პირდაპირ მის წინააღმდეგ ანგარიშსწორება და შურისძიება იყო.

დღის ამბები