27 მაისი 2024,   04:48
ვრცლად
2020 წლის არჩევნებისთვის პოლიტიკური კონკურენცია ბევრად უფრო მაღალი იქნება - თამარ ჩუგოშვილი

2020 წლის არჩევნებისთვის პოლიტიკური კონკურენცია ბევრად უფრო მაღალი იქნება - ეს განცხადება თამარ ჩუგოშვილმა "კურიერთან“ გააკეთა. ჩუგოშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნება"  ერთადერთი ძალაა, რომელსაც აქვს შანსი, 2020 წლის არჩევნების შემდგომ მთავრობა დააკომპლექტოს, თუმცა ის მაღალ კონკურენციაზე მიუთითებს.

"ქართული ოცნება არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს იმის შანსი, რომ მარტომ დააკომპლექტოს მთავრობა 2020 წლის არჩევნების შემდგომ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ  საარჩევნო სისტემა იცვლება, ბუნებრივია, ეს ამოცანა ბევრად უფრო გართულებულია და პოლიტიკური კონკურენცია ბევრად უფრო მაღალი იქნება," - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

თამარ ჩუგოშვილმა ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში განაცხადა,  რეალურია ის ფაქტი, რომ  უმრავლესობა ვერც ერთმა პარტიამ ვერ აიღოს, მათ შორის ვერც "ქართულმა ოცნებამ".  

ვიცე-სპიკერი კოალიციური მთავრობის ფორმირების აუცილებლობასაც არ გამორიცხავს.   

 

დღის ამბები