27 მაისი 2024,   11:59
ვრცლად
პარლამენტში საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა

რა სტრატეგიით მუშაობს სახელმწიფო ოკუპირებულ ხაზთან არსებულ მდგომარეობაზე - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებით კომისიაზე დეპუტატებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს მოუსმინეს. შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა.

ოპოზიციამ სახელმწიფოსგან კონკრეტული გეგმა ვერ მოისმინა. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, პრეზენტაციაზე საუბარი მხოლოდ სტატისტიკასა და ფაქტებზე იყო. მთავრობის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ კითხვებზე პასუხები ამომწურავად გასცეს, საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კი ყველა საერთაშორისო და საჭირო ზომა აქვთ მიღებული.

"კურიერის" კითხვაზე, მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე ხომ არ იგეგმება საგუშაგოების გაძლიერება, მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დღეს ამის საჭიროება არ დგას, თუმცა საკითხზე მსჯელობა შესაძლებელია.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე ტერმინ "მცოცავ ოკუპაციას" არ ეთანხმება, მისი თქმით ეს პროცესი უფრო ბორდერიზაციაა, რომელიც 2009 წლიდან დაიწყო. 

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია, პროცესის მიმართ გომელაურის დამოკიდებულებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის ადეკვატურად არ აღიქვამს ტერიტორიების დაკარგვას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი აღნიშნავს, რომ შეხვედრზე კონკრეტული გეგმა იყო განხილული, როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემები, თუმცა დახურულ შეხვედრაზე განხილული დეტალების გამხელისგან თავს იკავებს. 

შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა "ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე ის აღნიშნავს, ხელისუფლება მტკიცედ უნდა დადგეს, რომ პროცესი მუდმივად განმეორებადი არ იყოს და რუსეთის ზეწოლა არ იგრძნობოდეს, როგორც სახელმწიფოზე ასევე ხალხზე.

დღის ამბები