19 მაისი 2024,   10:57
ვრცლად
საპარლამენტო ოპოზიცია თამარ ჩუგოშვილის განცხადებას ეხმაურება

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანა გადავა მრავალპარტიულ კოალიციურ მმართველობაზე, რომელიც "ქართულ ოცნებას" ჩაანაცვლებს.

"კარგია, რომ გააცნობიერა საპარლამენტო უმრავლესობამ და ქართულმა ოცნებამ, რომ მათ არავინ არ ჰყავთ, გარდა ერთი კინკილა "პატრიოტთა ალიანსისა". ამ ორი პარტიის ხმები ვერ შექმნის სახელისუფლებო უმრავლესობას. იქნება დიდი კოალიცია, ევროპული ყაიდის მმართველობაზე გადავა საქართველო პირველად დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ," - ამბობს რომან გოცირიძე.

განცხადება გააკეთა  პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრმა ირაკლი აბესაძემ.

"ევროპული საქართველოს" მთავარი ამოცანაა, რომ თავად დააკომპლექტოს მთავრობა ან იყოს მთავარი იმ კოალიციაში, ვინც შექმნის, მთავარი პარტია იმ კოალიციაში, რომელიც დააკომპლექტებს მთავრობას. ასეთი ტიპის კოალიციაში, რა თქმა უნდა, შესაძლებელია იყოს ნაციონალური მოძრაობაც და ყველა სხვა პროდასავლური პარტია,“ - აცხადებს ირაკლი აბესაძე.

პარლამენტის წევრი ეკა ბესელია ამბობს, რომ მისი სურვილია, პარლამენტში ახალი უმრავლესობა ახალმა პოლიტიკურმა ძალებმა შექმნან.

"უმრავლეს მანდატს ვერ აიღებს ქართული ოცნება, ვერც ნაციონალური მოძრაობა. ისინი იქნებიან 50%-ს ქვემოთ. უმრავლესობის შექმნის შესაძლებლობის თეორიული შანსი არსებობს სხვა პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით და მათ შორის, ახალი პოლიტიკური ძალების მონაწილეობით... ჩემი მოსაზრება და სურვილია, რომ ახალი უმრავლესობა პარლამენტში შექმნან ახალმა პოლიტიკურმა ძალებმა," - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები