18 მაისი 2024,   11:32
ვრცლად
"თელასი" საბურთალოზე საჰაერო ელექტროგადამცემ ხაზებს საკაბელოთი ცვლის

"თელასი" საჰაერო ელექტროგადამცემ ხაზებს საკაბელოთი ცვლის. პროექტის მიხედვით, ახალი საკაბელო ხაზები ქვესადგურ "საბურთალო-1"-დან ცინცაძის, ტაშკენტის, დავითაშვილისა და წულუკიძის ქუჩებზე გაივლის და სულ 16 კმ-ს შეადგენს.

კომპანიის ინფორმაციით, ახალი ხაზები საბურთალოს რაიონის 25 ათასამდე აბონენტისთვის მიწოდებს ხარისხს გააუმჯობესებს. სამუშაოებს დღეს თბილისის მერი გაეცნო.

"ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, რომ მოვახდენდით ამის დემონტაჟს თელასთან ერთად. გვქონდა ძალიან კარგი კომუნიკაცია, მივაღწიეთ შეთანხმებას, დღეს ხდება დემონტაჟი, როგორც ანძები, ასევე საყრდენები მთლიანად მოიხსნება. ახლა გზაც გაფართოვდება,"- განაცხადა კალაძემ.

დღის ამბები