18 მაისი 2024,   11:33
ვრცლად
"დემაგოგი, უნიჭო და ვულგარული ხარ ... ნუ აბრახუნებთ პროცენტებს" - ადა მარშანია მამუკა მდინარაძეს

საარჩევნო რეიტინგები და "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებები, დღეს სიტყვიერი დაპირისპირების საგანი პარლამენტის პლენარულ სესიაზეც გახდა.

ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის შეფასებით, საპარლამენტო ოპოზიცია სტატისტიკას აყალბებს.

"ქალბატონმა ირმა ინაშვილმა გვითხრა, რომ თურმე 12-15%-ს შეადგენს ჩვენი მხარდაჭერა და სოფლებში არ დავდივართ. 2016 წლის 8 ოქტომბერი - "ქართული ოცნება" 48,8%, 2017 წლის 28 ოქტომბერი - 55, 81%, 2019 წლის 19 მაისი - 61% და გუშინწინ "ქართულმა ოცნებამ" ბოკერის პარტიას მოუგო და 84% მიიღო. ეს არის ფაქტები. "პატრიოტთა ალიანსი" "ნაცმოძრაობასთან" და "ევროპულ საქართველოსთან" თუ დაალაგებთ საერთო მესიჯს, მაგ შემთხვევაში მართალი არ იქნებით. იმას იმეორებთ, რასაც "ნაცები," - აღნიშნა მდინარაძემ.

თავის მხრივ კი ოპოზიციაში, კერძოდ  "პატრიოტთა ალიანსში" გაღიზიანდნენ და მამუკა მდინარაძეს, "უნიჭო" და "დემაგოგი" უწოდეს.

"თქვენ ხომ არავინ არ გჭირდებათ საერთოდ?! მაშინ აიღეთ 100% პირდაპირ და დარჩით მარტო. წინასწარ პროცენტების ბრახაბრუხისგან თავი შეიკავეთ. კოალიცია კი არა მოკავშირეები გაგიხდებათ სანატრელი," - მიმართა ირმა ინაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას.

"ბატონო არჩილ (თალაკვაძე) შეცვალეთ მთავარი დემაგოგი პიროვნება თქვენს პარტიაში, მას ხომ ეს ფუნქცია აკისრია, იყოს მთავარი დემაგოგი. ძალიან უნიჭო და ძალიან ვულგარულია. ეს არის ჩემი სუბიექტური შეხედულება. ძალიან გთხოვთ დაანებეთ თავი პროცენტების ბრახაბრუხს. 60 პროცენტს კი არა 0.60%-ს ვერ მიიღებთ, თუ ასეთი დემაგოგები გეყოლებათ პირველ პლანზე," - მიმართა ადა მარშანიამ მდინარაძეს.

დღის ამბები