18 მაისი 2024,   21:59
ვრცლად
ISIS-ი სტამბოლში ტერაქტებს გეგმავდა - დაკავებულია რამდენიმე ათეული ეჭვმიტანილი

თურქეთის პოლიციამ ტერორისტულ დაჯგუფება ISIS-თან კავშირში მყოფი რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავა, რომლებიც სტამბოლში ტერაქტებს გეგმავდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, სტამბოლში თავდასხმები 29 ოქტომბერს თურქეთის რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებებზე იგეგმებოდა და სირიაში ISIS-ის აბუ ბაქრა ალ-ბაღდადის მკვლელობისთვის შურისძიებას უკავშირდებოდა.

ერთ-ერთი ვერსიით, ეჭვმიტანილები სტამბოლის გუბერნატორის ოფისზე გეგმავდნენ თავდასხმას.

სტამბოლში 29 ეჭვმიტანილია დაკავებული, კიდევ 26 პირი კი თურქეთის ჩრდილო დასავლეთით, ბურსას პროვინციაში დააკავეს.

დღის ამბები